რუსულ კანონზე ვენეციის კომისიიდან პასუხის მიღების შემდეგ, არას იტყვით თუ როგორ იქნება საქმე? - აქუბარდია
რუსულ კანონზე ვენეციის კომისიიდან პასუხის მიღების შემდეგ, როგორ იქნება საქმე? - ამ კითხვით დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მმართველ გუნდს მიმართა.
მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტმა ვენეციას რუსული კანონის შესაფასებლად მიმართა და დაუყოვნებლივი წესით მოითხოვა პასუხი, დეპუტატი აქუბარდია დაინტერესდა, როგორ იმოქმედებს "ოცნება".
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიმართა ვენეციის კომისიას თქვენი კანონის შესაფასებლად დაუყოვნებლივი წესით და გულწრფელად მაინტერესებს, რატომ არ მიმართეთ, თუ ცალყბად მაინც გინდათ ევროპაში, მოსაჩვენებლად ხალხისთვის და ეს რომ სწრაფად ჩამოვა პოზიცია, ამ შემთხვევაში ამაზეც არას იტყვით, ისევე, როგორც სხვებზე თუ როგორ იქნება საქმე?“ - მიმართა აქუბარდიამ.
"პირველების" ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მიმართა ვენეციის კომისიას, რომ შეფასდეს "ქართული ოცნების" ინიცირებული რუსული კანონი.