ეს რომ ანტიდასავლური სულისკვეთების კანონია, გამოჩნდა, თქვენს გოიმურ, ორღობულ გამონათქვამებში - გოცირიძე "ოცნებას"

16.04.24 17:40
ეს რომ ანტიდასავლური სულისკვეთების კანონია, გამოჩნდა, თქვენს გოიმურ, ორღობულ გამონათქვამებში - გოცირიძე "ოცნებას"

"ის, რომ ეს ანტიდასავლური სულისკვეთების კანონია, არაერთხელ გამოჩნდა, უკაცრავად მაგრამ, ვგულისხმობ თქვენს პარტიას, გოიმურ, ორღობულ გამონათქვამებში," - ამ განცხადებას "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე აკეთებს.

როგორც გოცირიძე ამბობს, "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული განცხადებები, რომ ერთ ფეხზე არ დგებიან, არ ჯდება ლოგიკაში.

რაც ბატონი ბიძინა მეორედ მოვიდა, თქვენს პოლიტიკურ ლექსიკაში გაჩნდა ასეთი უცნაური სიტყვა - ერთ ფეხზე არ დავდგებით, გადავატრიალე მთელი გუგლი, ვერაფერი გავიგე, რას ნიშნავს ერთ ფეხზე ვერ დავდგებით - იოგა ვნახე, ერთ ფეხზე დგას და ბალანს იცავს კარგად და წეროზე წავიკითხე, ერთ ფეხზე იმიტომ დგას, რომ ენერგიას ინახავსო, მეტი ვერაფერი, სადაური გამონათქვამია, ათჯერ იხმარეთ ცალ ფეხზე ვერ დავდგებით, ბიძინამ დაგავალათ?“ - ამბობს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები