დუგინი თქვენთვის მაშველი რგოლია - პარლამენტში ისევ ხმაურია

16.04.24 18:13
დუგინი თქვენთვის მაშველი რგოლია - პარლამენტში ისევ ხმაურია

პარლამენტში ისევ ხმაურია - ოპოზიციის მიერ რუსი პროპაგანდისტის, დუგინის სიტყვების შეხსენებამ "ქართული ოცნება" წყობიდან გამოიყვანა. 

დუგინი თქვენთვის მაშველი რგოლია - თქვა მამუკა მდინარაძემ "ლელოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ. 

"აცხადებთ, რომ ეს კანონი აწყობს საქართველოს, მაგრამ გავარკვიეთ, რომ აწყობს დუგინს, პესკოვს" - მიმართა სამადაშვილმა "ქართულ ოცნებას". 

თქვენი აზრით, რატომ იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები ამ კანონის წინააღმდეგ, რატომ იღვწიან საერთაშორისო მეგობრები იმისთვის, რომ კანონი არ იქნას მიღებული და რატომ არის ერთადერთი მეხოტბე და მხარდამჭერი ამ კანონის კრემლი? - ეს კითხვა კი რუსული კანონის მომხსენებელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დაუსვა. 

მდინარაძეს გერმანიის ფედერალური კანცლერისა და პრემიერის მძიმე შეხვედრაც შეახსენეს. 

პრიმიტიული ლოგიკაა, ერთგანყოფილებიანი ლოგიკაა - რუსები ლაპარაკობენ, რაც თქვენ გაწყობთ და შოლცმა თქვა, რაც ჩვენ არ გვაწყობდა, ერთგანყოფილებიანია, ერთი მოქმედებაა სულ"- თქვა კრიტიკის საპასუხოდ მდინარაძემ. 

მსგავსი სიახლეები