მდინარაძე საია-ზე:"ორგანიზატორია რადიკალიზმის"

16.04.24 18:14
მდინარაძე საია-ზე:"ორგანიზატორია რადიკალიზმის"

იერიში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საია-ს რადიკალიზმში ადანაშაულებს.

მამუკა მდინარაძემ სასესიო სხდომაზე ტრიბუნიდან საია რადიკალიზმის ორგანიზატორობაში დაადანაშულა.

ასე ცალკე აღებული არცერთი საფრთხეს არ წარმოადგენს - თუ მას არ დაუფინანსდა მიზნობრიობა ისეთი, საიას რას ვერჩით - გუშინ გამოვიდა ქალბატონი, ბრძანა, საიტზე მიდევს ყველაფერიო, ვკითხე ვალდებულება გვაქვს მეთქი - გაჩერდა, ცალკე აღებული საიამ რა დააშავა, უბრალოდ ახლა ერთ-ერთი ორგანიზატორია რადიკალიზმის, უკვე დააშავა თურმე,“ - ამბობს მამუკა.

მამუკა მდინარაძის ბრალდებებს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას მიმართა: 

"კაკაფონიაა" - თქვა პაპუაშვილმა და ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა. 

მსგავსი სიახლეები