კანონის მიხედვით, ივანიშვილი ჩაითვლება თუ არა უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლად? - დეკანოიძე
"კანონპროექტით, ფონდი “ქართუ“ მოხვდება თუ არა როგორც უცხო ქვეყნის გავლენის მატარებელი? " - ამ კითხვით დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მამუკა მდინარაძეს მიმართა.
დეპუტატი დაინტერესდა, ფონდი “ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი ხვდება თუ არა "ოცნების" კანონპროექტის რეგულირების ქვეშ.
როგორც დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ფონდი “ქართუ“ არაკომერციული იურიდიული პირია და მისი ძირითადი შემოსავალი არის უცხოეთიდან. დეკანოიძემ მამუკა მდინარაძეს მიმართა კითხვით, არის თუ არა მზად “ქართული ოცნება“ კანონის მიღების სანაცვლოდ ევროინტეგრაციაზე თქვას უარი.
კანონპროექტით, ფონდი “ქართუ“ მოხვდება თუ არა როგორც უცხო ქვეყნის გავლენის მატარებელი? ფონდი არის არაკომერციული სუბიექტი, “ქართუს“ ძირითადი შემოსავლები არის უცხოური ქვეყნიდან - არ ვიცი, ეს ოფშორია თუ რა არის... ყოველ შემთხვევაში, საქართველოდან არ არის. კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ჩაითვლება თუ არა უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლად?“, - მიმართა კითხვით დეკანოიძემ მამუკა მდინარაძეს.