მოვედით ადრე, ვსხედვართ აქ, საიდანაც მოუწევთ გამოსვლა დეპუტატებს - გვარამია
არა რუსულ კანონს - მოქალაქეები პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან იკრიბებიან და ჭიშკართან სხდებიან. ჭიჭინაძის ქუჩაზე უკვე იმყოფებიან რუსული კანონის საპროტესტოდ მისული მოქალაქეები და პარტია "ახალმა" ახალ სტრატეგია შეიმუშავა - იმ დროს მივიდა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან და დაიკავა ტერიტორია, მანამ ხელისუფლება საპოლიციო ძალების სრულ მობილიზებას დაიწყებდა.
პარლამენტთან მისულია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიაც, რომელიც განმარტავს, რატომ მივიდნენ აქციის მონაწილეები ადრე პარლამენტის შესასვლელთან.
როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ისინი ისხდებიან პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან და არ მისცემენ "ოცნების" დეპუტატებს გამოსვლის საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი მხარს დაუჭერენ რუსულ კანონს.
გუშინ აქამდე ვერ მოვედით, იმიტომ არა, რომ ცოტანი ვიყავით, მიწოლა არ ვიცოდით, აღმართზე ამოყვანა ამდენი პოლიციელის რთულია. ამიტომ ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა, ამიტომ მოვედით ადრე და ვსხედვართ აქ, აქედან მოუწევთ გამოსვლა პარლამენტის წევრებს. დარწმუნებული ვარ, რომ აქეთა მხარეც შეივსება, იქითა მხარეც და ზედა მხარეც - მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დღეს ამ ხალხს აქედან არ გამოვუშვებთ. მისცემენ ხალხს იმას, რასაც არ უნდა მისცენ და რაც ჩვენ მიერ განიხილება სამშობლოს ღალატად, მაშინ ისე ვერ გავლენ ამ, შენობიდან, რომ საკუთარ ხალხს თვალებში არ ჩახედონ და პასუხი არ გასცენ,“ - ამბობს ნიკა გვარამია.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა "პირველებს" უთხრა, რომ ამ ეტაპზე "ახალის" წევრების მიმართ არანაირი შეზღუდვა არ გავრცელდება.