პარლამენტთან ვითარება დაძაბულია - ადგილი აქვს ფიზიკურ დაპირისპირებას
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზებაა- სამართალდამცავები ჭიჭინაძის ქუჩის ოპოზიციის ლიდერების გაწმენდას ცდილობენ. საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკართან "ახლების" ლიდერები - ნიკა გვარამია და ნიკა მელია იმყოფებიან. ადგილზეა "ლელოს" ლიდერი, საბა ბუაძე.
პოლიცია ცდილობს, ნიკა გვარამია ტერიტორიიდან გაიყვანოს.
როგორც მეზღვაურს ზღვის შხეფებით ვერ შეაშინებთ, ვერ შეგვაშინებთ ჩვენც"- ამბობს "პირველებთან" ნიკა მელია.
სპეცოპერაციას ხალხის წინააღმდეგ პირადად გოგა მემანიშვილი ხელმძღვანელობს.
ეშინია ქართულ ოცნებას ხალხის, თქვენი, ჩემი და ყველასი. აქ არაფერ შუაში აღარ არის პოლიტიკური, ვიწროპარტიული მიმდინარეობები. აქ არის ან ეროვნული ინტერესი ან რუსული ინტერესი. ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს არანაირი მორალური ჰიგიენა, არანაირი ზნეობა..., - ამბობს ნიკა მელია.