"ბიძინას უნდა უთხრათ, რომ ხალხი მშვიდად საქართველოს რუსეთს არ გაატანს" - რა ხდება სხდომათა დარბაზში
გადადეთ სხდომა - ოპოზიცია "ოცნებას" რუსული კანონის განხილვის გადადებისკენ და საბოლოო ჯამში, კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
დღეს ვერ მოესწრება სრულყოფილად დებატები, გადავდოთ ხვალისთვის ეს სხდომა, მაინც გადაიდება, პლებისციტთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება ძალაშია. გამოსვლები, კენჭისყრები მაინც ვერ მოესწრება,“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
მე არ ვიცი, დღევანდელი დღე როგორ დასრულდება, შეძლებთ პირველი ნაბიჯის გადადგმას რუსული დავალების შესასრულებლად, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ის დღეა, როცა ბიძინას უნდა უთხრათ, რომ მშვიდად საქართველოს რუსეთს არ გაატანს. თქვენ დაგრჩებათ სირცხვილი მათი მოკავშირეობის,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.
გამოიძიეთ ის საკითხები, რასაც მედია მიუთითებს, გამჭვირვალობა არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ხმის ამოღება დაუსაბუთებელ ქონებაზე. გყავთ პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც 300 ათასზე მეტი ღირებულების საათები აქვს და არ აქვს ასახული, ამაზე საუბრობს მედია", - თქვა კორძაიამ.