ნუ იცავთ მონებს! რა პასუხს გასცემთ შვილებს! - სოფო ჯაფარიძის მიმართვა პოლიციას
თქვან რეალურად დგახართ ამ მონებსა (ქართულ ოცნებას) და ხალხს შორის - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაიობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ პოლიციელებს, რომლებიც ოპოზიციას პარლამენტთან გადაადგილებას უზღუდავს.
ნუ იცავთ მონებს, რა პასუხს გასცემთ თქვენს შვილებს, გაგვატარეთ! - მიმართა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა პოლიციელებს.
მშვიდობიან მოქალაქეებს არ გვაძლევენ უფლებას, რომ გადავადგილდეთ. ხელისუფლებამ ეს ადამიანები (პოლიციელები) დააყენა ქართველ ხალხსა და მათ შორის. გვიპირისპირდებიან იმიტომ, რომ ვიცავთ ჩვანი და ჩვენი შვილების მომავალს. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სიციცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ"- ამბობს სოფო ჯაფარიძე.