პრეზიდენტმა შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართა
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, ვროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ლიდერებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო.
ამ წუთებში მივმართე შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს აქაური სიტუაციის შესახებ, ხვალ ევროკავშირის ევროპული საბჭოს სხდომაა"- ამბობს პრეზიდენტი.
საბჭოს დღის წესრიგში ეს თემა შეტანილი არ არის, თუმცა ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მოხდება ამ საკითხის განხილვა.