ირაკლი კობახიძის განცხადება აბსურდულია - სალომე სამადაშვილი
,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ბრიუსელში ,,სავსე ხელებით" ჩადის.
ევროკავშირმა მთელი თავისი კაპიტალი ჩადო მოლაპარაკების პროცესში, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მიჩენს. თუმცა, გაუგებარია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლის განცხადება, რომ ღარიბაშვილი ჩადის ბრიუსელში ხელსავსე და ოპოზიცია რჩება ხელცარიელი ქუჩაში. ეს ნამდვილად არ არის ის განცხადებები, რომელსაც ადგილი აქვს მედიაციის პროცესში. ეს განცხადება არის აბსურდული. ევროპელი მეგობრების მოლოდინი არის სწორედ ის, რომ ამ პროცესის შედეგად შეთანხმება დაიდება. გამორიცხულია, რომ შეთანხმების შედეგად ერთი მხარე დარჩეს ხელსავსე და მეორე ხელცარიელი", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე "ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის", ხოლო ოპოზიციას აქვს ,,ცარიელი ხელები".