"4 სპეცრაზმელი ერთდროულად მცემდა" - აქციის მონაწილე (ვიდეო)

17.04.24 01:09
"4 სპეცრაზმელი ერთდროულად მცემდა" - აქციის მონაწილე (ვიდეო)

 

 

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - დედაქალაქის ცენტრში რობოკოპები ახალგაზრდა კაცს ჩიხში გაუსწორდნენ. მოქალაქე ამბობს, რომ მას ნიღბიანები გამოეკიდნენ და ხელკეტი სახის არეში დაარტყეს. 

მამაკაცი აღნიშნულ ქუჩაძე მცხოვრებლებმა შეიფარეს და სასწრაფო დახმარებაც სორედ ადგილობრივებმა გამოიძახეს. 

"4 სპეცრაზმელი ერთდროულად მცემდა"- ამბობს მამაკაცი. 

სპეცრაზმელები ჩიხში შეყვანილ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან - ამის ამსახველი კადრები "პირველებმა" დააფიქსირა.

კადრში ჩანს, როგორ გარბიან მოქალაქეები, რომლებსაც მისდევენ სპეცრაზმელები და როგორ აგდებენ ძირს ერთ-ერთ მოქალაქეს.

რუსთაველზე მასიური დაკავებები დაიწყო - სპეცრაზმი აქციის მონაწილეებზე ძალადობს და აკავებს. 

დაკავებები ისე დაიწყო, რომ ამას წინ დაპირისპირება არ უძღოდა, აქციის მონაწილეები არავის გაუფრთხილებია. როგორც მოქალაქეები ამბობენ, სამართალდამცავები ქუჩა-ქუჩა მისდევენ მოქალაქეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები