"ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს" - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები
ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს - ასე აფასებენს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები "ქართული ოცნების" მიღებულ გადაწყვეტილებას, მიიღოს რუსული კანონი. მოსამართლეები ყურადღებას კონსტიტუციის 78-ე მუხლზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული მუხლი ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ევროინტეგრაციის კურსის დაცვას ავალდებულებს, თუმცა საქართველოს მთავრობა ამას არ აკეთებს. მათ თქმით, ხელისუფლებას სურს გააჩუმოს ყველა ის ადამიანი, რომლებიც საქართველოს მტავორბას კორუფციულ გარიგებებში ღიად ამხელენ.
საქართველოს 78 მუხლი პირდაპირ ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, რომ დაიცვას ევროინტეგრაციის კურსი და ყველა ღონეს მიმართოს ამ კურსის უზრუნველსაყოფად და ევროინტეგრაციის მიზნებისთვის. ეს ნამდვილად რუსული კანონი, ანტიკონსტიტუციურია, რომლის ანალოგმაც რუსეთში სრულიად დაასამარა თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი სიტყვა, გამოხატვის თავისუფლება. ანალოგიურად, როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" იგივე მიზნები აქვს საქართველოში, - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
ამაზე აზრს იზიარებს საკონსტუტიცო სასამართლოს კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე ზაზა თავაძე.
საქართველოს პარლამენტი, როგორც კონსტიტუციური ორგანო, არღვევს ამ მუხლის მოთხოვნებს. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" იღებს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის სასარგებლოდ კანონს, ეს პირდაპი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროინტეგრაციასთან, - ამბობს ზაზა თავაძე.