რიჟვაძე ევროპელებისთვის ჭკუის სწავლებას აანონსებს

18.04.24 11:45
რიჟვაძე ევროპელებისთვის ჭკუის სწავლებას აანონსებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე პოლიცია ზეპროფესიონალურად მოქმედებდა და მომიტინგეების მიმართ პროპორციულ ძალას იყენებდა. თორნიკე რიჟვაძე ირწმუნება, რომ ამ მიმართულებით ევროპასაც ბევრს ასწავლიან.

მისი თქმით, აგრესიას და ზღვარგადასულ ბულინგს პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. 

ჩვენ გაპრავების საჭიროება არ გვიდგას თქვენგან განსხვავებით. თქვენ მოგიწევთ გააპრავოთ ის დაფინანსებები კანონის საფუძველზე, რომელსაც იღებთ. რაც შეეხება აქციაზე მყოფი ადამიანების მიმართ, მათგან წამოსულ აგრესიაზე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ძალები მოქმედებდნენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება, ევროპელებსაც ძალიან ბევრი ვასწავლოთ ამ მიმართულებით. პასუხი გავცეთ ამ აგრესიაზე და მათ შორის, ზღვარგადასულ ბულინგზე. აგრესიას, რომელიც იყო დაფიქსირებული, გაეცა შესაბამისი პასუხი. ჩვენ ყველას ვასწავლეთ, რომ პროპორციული ძალის ფარგლებში ხდება უწყებების მოქმედება. დაზიანდნენ ასევე სამართალდამცველები, ასე რომ, მაქსიმალური მხარდაჭერა მათ. თქვენ ნახეთ ამ ხელისუფლების პირობებში, როგორ მოქმედებს პოლიცია. ყველაფერი მიდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე", - ამბობს რიჟვაძე.

მსგავსი სიახლეები