"ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ რუსული კანონი საქართველოს ინტერესებზეა მორგებული
გუშინდელი მასშტაბური აქციის შემდეგ "ქართული ოცნება" უკან დახევას არ აპირებს. მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ისევ ამტკიცებს, რომ კანონპროექტი, რომელის მიღებასაც გეგმავენ, ქართულია და საქართველოს ინტერსებზეა მორგებული.
საქართველოში აზრის გამოხატვის უფლება აქვს ყველას. მათ შორის, აზრის გამოხატვის უფლება აქვს იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. რაც შეეხება კანონს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს არის ქართული კანონი, საქართველოს ინტერესებზე მორგებული ევროპის ყველაზე საუკეთესო სტანდარტების გათვალისწინებით. ამიტომ ყველას ვეუბნებით, რომ თუ გინდათ თქვენ რეალურად გაარკვიოთ ამ კანონის რაობა, კანონზე ილაპარაკეთ, თუ გინდათ, რომ ეს გამოიყენოთ „ნაციონალური“ რევანშისთვის, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, თქვენი საქმეა და არ გამოგადგებათ, - ამბობს ქადაგიშვილი.