მაია ბითაძე ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში რევოლუციის მოწყობა უნდა
"ქართული ოცნების" წევრი მაია ბითაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას ხალხის შეცდომაში შეყვანა და რადიკალიზაცია უნდა. საქმე ეხება რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ აქციებს.
ამასთან, მმართველი გუნდის წევრი თავს ისევ დასავლელ პარტნიორებს ესხმის და ირწმუნება, რომ მათ საქართველოში რევოლუციის მოწყობა უნდათ.
რამდენიმე კვირა დასჭირდება კანონპროექტის როგორც განხილვას, ასევე მიღებას. ბუნევბრივია, კვლავ გაიმართება დისკუსიები. რაც შეეხება იმ პროცესს, რომელსაც ამწვავებს მიზანმიმართულად რადიკალური ოპოზიცია, თვალნათლივ ანახებს იმას, რომ ეს არის კიდევ ერთი მოდელირებული რეალობა ამ ქვეყნისთვის, რომლის მიზანია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და იმ ევროპული საქმის, რაც „ქართული ცონების“ გაკეთებულია, დაწყებული 2014 წლიდან, და ამ ადმაიანებს ერთი აგური არ დაუდიათ ევროინტეგრაციის გზაზე, გარდა ხელის შეშლისა, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარ ნაშრომად გაასაღონ, რეპუტაცია შეულახონ ამ სახელმწიფოს და ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დრამატული, რომ გამოიწვიონ რადიკალიზაცია და ქართველები დაარწმუნონ იმაში, რომ მათ საკუთარი აზრი არ უნდა გააჩნდეთ და უნდა მოუსმინონ ვიღაცას უცხოეთში, ვინც რევოლუციისკენ და გადატრიალებისკენ მოუწოდებს, - ამბობს მაია ბითაძე.