ოკუპანტის გეგმა საქართველოში - პრეზიდენტი რუსულ კანონზე ვეტოს დადებას აანონსებს
საქართველოს პრეზიდენტი რუსულ სტრატეგიაზე გავლენიან ფრანგულ მედიასთან საუბრობს - სალომე ზურაბიშვილმა "France 24"-თან ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ რუსული კანონის დაბრუნებით ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებას ცდილობს.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინიციატივის სამი მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტს ვეტოს დაადებს. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ მის მიერ დადებულ ვეტოს "ოცნება" დაძლევს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ვეტოს დადების გადაწყვეტილებით იგი დასავლელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმასა და სურვილს გააგონებს.
რა თქმა უნდა, დაბრკოლებაა და ევროპელი ლიდერები სწორედ ამას ამბობენ, მაგრამ ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნები გვაქვს, სადაც ქართველი ხალხი საკუთარ სათქმელს იტყვის და ეს გადაწყვეტს ჩვენს ბედს. ასე რომ, ამაში საბედისწერო არაფერია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ და სხვა კანონების გამოყენება, რომლებსაც უმრავლესობა წარადგენს იმისკენაა მიმართული, რომ მეტი დაბრკოლება შექმნას და ამიტომ ვუწოდებ ამას რუსულ სტრატეგიას. მაგრამ არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ქართველი ხალხი არჩევნებით ვერ გადალახავს.
ძალიან გასაკვირია, რომ ბოლო დღეებში ამ რუსულ კანონს მხარს უჭერენ რუსები მაშინ, როცა ყველა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ეს ჩვენს ევროპულ გზაზე დაბრკოლება იქნება. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან, ძალიან ნათელია", - ამობს პრეზიდენტი.