"ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, მაგრამ მხნედ ვარ!" - ელისაშვილი
"მოქალაქეების" ლიდრი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში გუშინდელ დაკავებასთან დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ გამეტებით ნაცემია და ნეკნი აქვს მოტეხილი. ამის მიუხედავად, ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ მხნედ და შემართებით არის.
ყველას სათითაოდ ვერ ვპასუხობ ვინც მკითხულობს და აქ დავწერ: გუშინ კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემატყეპის ესტაფეტა გადაიბარეს, შემდეგ რამდენიმე საათი ვიყავი დიდუბის პოლიციაში, მერე კლინიკაში და ახლა სახლში ვარ. კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს. სისხლჩაქცევებზე და ეგეთებზე ლაპარაკი არც ღირს. მარა მხნედ ვარ, შემართებით! არა, რუსულ კანონს!!!" - წერს ელისაშვილი.