"აქციამ დაგვანახა, რომ კანონი მისაღებია" - "ოცნებამ" ჩანაფიქრი გათქვა

18.04.24 13:23
"აქციამ დაგვანახა, რომ კანონი მისაღებია" - "ოცნებამ" ჩანაფიქრი გათქვა

რა გეგმა აქვს რუსული კანონით "ოცნებას"? - პარლამენტის თავმჯდომარე ფაქტობრივად აღიარებს, რომ კანონპროექტის მიღების მთავარი მიზანი თავისუფალი და განსხვავებული ხმების ჩახშობაა.

შალვა პაპუაშვილი პრაქტიკულად განმარტავს, რომ მმართველ გუნდს რუსული გეგმით ქვეყანაში მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვა სურს.

"აქციებმა და ამ დღეებმა კანონის საჭიროება კიდევ ერთხელ დაგვანახა" - აცხადებს პაპუაშვილი და ასევე ამტკიცებს, რომ გუშინდელი აქციის ორგანიზატორები "ნაციონალური მოძრაობა" იყო, რომელმაც პაპუაშვილის განცხადებით, ხალხი შეცდომაში შეყავთ.

მე მგონი, ამ დღეებმა დაგვანახა კიდევ ერთხელ ამ კანონის საჭიროება. ამ აქციებმა დაგვანახა, ამ აქციების ორგანიზატორებმა, ამ აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ. დღემდე არ ვიცით, თუნდაც ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებული არის. გუშინ საბოლოო ჯამში ვნახეთ, ვინც არიან სინამდვილეში ამ აქციის ორგანიზატორები. ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობა". ენჯეოების მხრიდან იყო ულტიმატუმი წარმოდგენილი პარლამენტის მიმართ. ერთ-საათიანი ვადაც კი დაგვითქვა ერთ-ერთი ენჯეოს ხელმძღვანელმა, რომელიც დანიისა და ნიდერლანდების საელჩოდან ფინანსდება, ამიტომ მე მგონი, ამ საელჩოებმაც უნდა დააფიქსირონ პოზიცია. ერთი, რომ ეს არის მიზანი მათი დაფინანსებისა, რომ ულტიმატუმები წამოუყენონ ქართველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს, რა კანონი მიიღოს, რა არ მიიღოს. ეს არის ზუსტად რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ზუსტად ასე აჩვენებს, თუ რამდენად საჭირო არის, რომ ვიცოდეთ, ვინ დგას ასეთი ორგანიზაციების დაფინანსების სახით", - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები