პუტინის რეჟიმის პირველი პირები, "ოცნების" რუსული კანონის მიღებას ზეიმობენ - რას ამბობს ვოლოდინი
პუტინის რეჟიმის პირველი პირები, საქართველოში რუსული კანონის მიღებას ზეიმობენ. რუსეთს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, გაჭრილი ვაშილივით ჰგავს კობახიძის განცხადებებს. კანონს ვიღებთ სუვერენიტეტის დასაცავად -ამბობს, კობახიძე და ზუსტად იგივეს იმეორეს ვიაჩესლავ ვოლოდინი.
ეს არის ამერიკული კანონი - ამბობს მდინარაძე და ზუსტად იგივეს იმერეობს პუტინის მარჯვენა ხელი.
მოსკოვის ზეიმი ტოვებს განცდას, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული დავალება შეასრულა.
საქართველოში ვნებები მძვინვარებს. უცხოური აგენტების შესახებ კანონი განიხილება. მისი კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღება რუსეთს სარგებელს მოუტანს.
ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან კანონის მიღებას, აშკარად მოქმედებენ სხვა სახელმწიფოს ინტერესებით და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით.
დღეს, შეერთებული შტატების გარდა, უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობა ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ უფრო ლიბერალური, ვიდრე ამერიკული, მოქმედებს ბრიტანეთში, ისრაელში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში. რუსეთში, სხვათა შორის, კანონი 2012 წელს მიიღეს", - ამბობს რუსეთის დუმას თავმჯდომარე.