"ოცნება" ისევ იმეორებს, რომ ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილები

18.04.24 13:34
"ოცნება" ისევ იმეორებს, რომ ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილები

"ქართული ოცნება" კვლავ მტკიცების რეჟიმშია გადასული - ივანიშვილის გუნდის დეპუტატები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული კანონპროექტი ქართულია და ეროვნულ ინტერებს ატარებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ირაკლი ზარქუა ღიად ამტკიცებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილები, ამიტომ მისი თქმით, "ოცნება" "მათამდეც მივა".

"ავუხსნით, რომ ეს კანონი რუსული არ არის" - განმარტავს ზარქუა და დასძენს, რომ რუსული კანონი მთელ რიგ სიკეთეებს შეიცავს. 

ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რამე შეიცვალოს. მეორე მოსმენა იქნება, იქ თუ მსჯელობაში შემოვლენ, რომ თუ რამე არის დასახვეწი, კი ბატონო. ჩვენ შევძელით და ქართველ ხალხს ავუხსენით, რა და როგორ, მაგრამ მაინც შეინიშნება, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, ნაწილი მათ შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი. ჩვენ შევეცდებით, რომ მათამდეც მივიდეს და ვუთხრათ, რომ ეს არ არის რუსული, ეს ქართული, ქართული ინტერესების მხარდამჭერია", - ამბობს ზარქუა.

მსგავსი სიახლეები