მადამ პრეზიდენტის ვეტო კანონის მიღებას ვერ შეაჩერებს - გავრილოვის მეგობარი მამუკა ფიფია

18.04.24 13:21
მადამ პრეზიდენტის ვეტო კანონის მიღებას ვერ შეაჩერებს - გავრილოვის მეგობარი მამუკა ფიფია

პრორუსული ძალები საქართველოში რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით ხარობენ. წარმოშობით ქართველი რუსი ბიზნესმენი და გავრილოვის მეგობარი მამუკა ფიფია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო "ოცნების" რუსულ კანონის მიღებას ვერ შეაჩერებს.

"მადამ პრეზიდენტის ვეტო კანონის მიღებას ვერ შეაჩერებს, რადგან ვეტოს დაძლევას დაუბრკოლებლად  შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობა. დარჩენილია მეორე და მესამე მოსმენები დაკანონი მიღებული იქნება ერთი კვირის განმავლობაში. საქართველოს პარლამენტში სულ 150 დეპუტატია. ქართულ ოცნებას 84 მანდატი აქვს. 83-მა დეპუტატმა ხმა მისცა კანონპროექტს პირველი მოსმენით. ოპოზიცია არ ესწრებოდა კენჭისყრას. იმედი მაქვს კანონს მიიღებენ, რადგან ის განიხილება როგორც რეალური ინსტრუმენტი საქართველოს სუვერენულობისთვის. და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ამ კანონპროექტს. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიცვლება ის, რომ დასავლელი დონორების მხარდაჭერით მოსარგებლე არასამთავრობო ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ ფულის დახარჯვას კვაზი პოლიტიკური მიზნებისათვის. ოპოზიციის რეაქცია წინასწარგანჭვრეტადი იყო, რადგან  ისინი საზოგადოებაზე ზემოქმედების ბერკეტს კარგავენ"- ამბობს ფიფია.

მსგავსი სიახლეები