"პოლიციელები ჩუმად მეუბნებოდნენ, გენაცვალეთ მარჯვენაშიო" - ელისაშვილი
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინ, როდესაც პოლიციამ კანცელარიის აქციიდან განყოფილებაში გადაიყვანა, მას სამართალდამცველელბი ჩუმად მადლობას ეუბნებოდნენ მამუკა მდინარაძისსთვის მუშტის დარტყმის გამო.
20-მდე პოლიციელი მეუბნებოდა, გენაცვალეთ მარჯვენაშიო, ოღონდ ჩუმად მეუბნებოდნენ, რომ არავის გაეგონათ.
როგორც ჩანს ის მუშტი სხვებმაც იგრძნეს სახეზე და გადაწყვიტეს, მდინარაძის მაგივრად ჩემთვის პასუხი გაეცათ. სხვანაირად ასეთი აგრესია არ უნდა წამოსულიყო", - ამბობს ელისაშვილი.