ის ღებულობდა გადაწყვეტილებებს - გახარიას თანაგუნდელები პასუხობენ

10.07.21 15:07
ის ღებულობდა გადაწყვეტილებებს - გახარიას თანაგუნდელები პასუხობენ

"ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი  ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი გახარიას დღეს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. მაჭარაშვილის თქმითმ საზოგადოებას კარგად ახსოვს გახარიას "ნამოქმედარი".

არ მგონია, რომ ბატონ გახარიას ასეთ განცხადებები წაადგეს, ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ მას აქვს სურვილი, გახდეს ოპოზიციონერი და გაუწიოს ოპოზიციონერობა თავის თავს "ქართულ ოცნებაში" პრემიერ-მინისტრს და შეეჯიბროს და საზოგადოება დაინახავს, რომელი გიორგი გახარია ჯობია "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი თუ ოპოზიციაში მყოფი. ის იყო ლიდერი, ის ღებულობდა გადაწყვეტილებებს და აღარ მოვყვები იმ სამწუხარო ზიანს რაც მოყვა მის გარკვეული ტიპის ნამოქმედარს, რომლითაც თვითონ ამაყობს.