პოლიციელი, რომელმაც ელისაშვილი სცემა (ფოტო)
იძებნება პოლიციელი, რომელმაც "მოქალაქეების" ლიდერი კანცელარიასთან აქციაზე სცემა - კადრები, რომელიც "ტვ პირველებმა" გადაიღო, აჩენს ადასტურებს, რომ სასტიკ ანგარიშსწორებას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვაჟა სირაძე ხელმძღვანელობდა, ანზორ ჩუბინიძე კი ზედამხედველობას უწევდა.
ტვ პირველის მიერ გადაღებულ კადრებში ორივე მაღალჩინოსანი ადვილი გასაშიფრია. ის რასაც ყვებოდა პარლამენტის დეპუტატი ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეო მასალით დასტურდება. "ძირს ვეგდე და ვისაც არ ეზარებოდა მირტყამდა"- ამბობს ელისაშვილი, რომელსაც პოლიციელებმა ნეკნი ჩაუმტვირეს და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს