,,შესანიშნავი პროგრესი" არ იქნება ის, რაც ევროკავშირსა და NATO-ს -ს აზრად მოუვათ - ტომას ილვესი

15.03.21 19:50
,,შესანიშნავი პროგრესი" არ იქნება ის, რაც ევროკავშირსა და NATO-ს -ს აზრად მოუვათ - ტომას ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მან ბრიუსელში გამგზავრებისას გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ ,,საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნამდვილად შესანიშნავია.

ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში იწყება. შევხვდებით ბელგიის, ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლეს წარმომადგენლებს. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნამდვილად შესანიშნავია, რადგან ჩვენ პროგრესის მიღწევას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ვაგრძელებთ — დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ტვიტერზე".

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ილვესმა,  აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროკავშირისა და  NATO-ს წარმომადგენელთა რეაქცია სულ სხვაგვარი იქნება.

შესანიშნავი პროგრესი" არ იქნება ის, რაც ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს პირველი მოუვათ აზრად.- წერს ტომას ილვესი.

ბრიუსელში საქართველოს  პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დღეს დაიწყო.  ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება და  საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას გააცნობს.