"საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი რუსების ბინძური სისხლიანი ფულისთვის" - გვარამია
ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, მისი ქონება არ იყოს დასანქცირებული ოფშორულ ზონაში," - ამ განცხადებას "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აკეთებს.
გვარამია ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ცვლილებებს გაცილებით დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის და ის მხოლოდ ივანიშვილის ქონების გადარჩენაზე არ არის გათვლილი.
ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, მისი ქონება არ იყოს დასანქცირებული ოფშორულ ზონაში. იგივე რეჟიმის ქვეშ მოყვება ყველა რუსი ბიზნესმენი, ვინც არის უკვე დასანქცირებული და ვის ქონებასაც მიაკვლიეს ოფშორებში. აქეთ გადმოვა ყველა ასეთი რუსი ბიზნესმენის შავი ქონება და საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი რუსების ბინძური სისხლიანი ფულისთვის და მათთვისაც არავითარი გადასახადი არ იმოქმედებს.
ის, რომ თითქოს დათქმაა, რომ ახლა იურიდიული პირი არ დაფუძნდება და საქართველოში არსებული იურიდიული პირებისთვის არის მხოლოდ გათვალისწინებული კანონის მიღებამდე, ეს არის აბსურდი და ბლეფი. ქართულ იურიდიულ პირს უმარტივესად იყიდის ყველა, ვისაც მოუნდება, ან არადა ბიძინა ივანიშვილი მისცემს ყველას ამ იურიდიულ პირებს და ამაშიც გააკეთებს ფულს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
„ქართული ოცნება” ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს - ამ განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს და ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება.