დამფრთხალი და შეშინებულია ივანიშვილი, აქეთ ზებრებს ეხუტება, იქით ნახატებს - ვაშაძე
"აქეთ ზებრებს ეხუტება, იქით ნახატებს ეხუტება, ამ ქვეყანას ჰგონია, რომ თავის სამეფოდ და სამფლობელოდ გააკეთებს," - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აკეთებს და ოფშორებთან დაკავშირებით კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.
დამფრთხალი და შეშინებულია ივანიშვილი, ნახატები რომ აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, ისიც უნდა რომ ჩამოიტანოს, ჩაეხუტოს, აქეთ ზებრებს ეხუტება, იქით ნახატებს ეხუტება, ამ ქვეყანას ჰგონია, რომ თავის სამეფოდ და სამფლობელოდ გააკეთებს და ბიძინა, არ გამოგივა, ხოდა დროზე დანებდი ხალხის ნებას, რაც ადრე დანებდები ხალხის ნებას, მით უკეთესია შენთვის,“ - ამბობს ვაშაძე.
ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
„ქართული ოცნება” ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს - ამ განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს და ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება.