ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოძრავი რუსეთის დროშა კობახიძე არ შემოვიდს უნივერსიტეტში - სტუდენტები

21.04.24 11:27
ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოძრავი რუსეთის დროშა კობახიძე არ შემოვიდს უნივერსიტეტში - სტუდენტები

"ხელისუფლება შეშინებულია" - ასე აფასებენ სტუდენტები უნივერსიტეტთან "ოცნების" პარტაქტივის მიერ ახალგაზრდა მომიტინგის ცემის ფაქტს

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ "ოცნება" მათ დაშინებას "ცემა-ტყეპის" გზით ცდილობს, თუმცა ეს არ გამოუვათ.

ახალგაზრდები კიდევ ერთ ინციდენტს ეხმიანებიან, როდესაც კობახიძის ლექციაზე არ დაუშვეს სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა. სტუდენტები პირდაპირ ამბობენ, რომ თუკი ევროკავშირის და საქართველოს როშებით უნივერსიტეტში მისვლა არ შეიძლება, მაშინ იქ ლექციებს ნურც ირაკლი კობახიძე ჩაატარებს. 

ხელისუფლება შეშინებულია. სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ისინი გადმოსულები არიან ცემა-ტყეპაზე. ეგონათ, რადგან ერთხელ დაგვარბევდნენ აქციაზე, მეორე დღეს შეშინებული ახალგაზრდები აღარ გამოვიდნენ, მაგრამ პირიქით ხდება - რამდენ აგრესიასაც ვიღებთ, ჩვენი პროტესტი ბევრად უფრო მყარი ხდება და ზოგადად, თუ არაფერია საშიში, მაშინ რა საჭიროა ეს ცემა-ტყეპა? გამოვიდნენ, გვითხრან პასუხი. თუნდაც მაშინ, როცა გისვამს სტუდენტი კითხვას, შეგიძლია, უბრალოდ, გასცე პასუხი. თუ არ შეიძლება, სტუდენტი შევიდეს საქართველოს ან ევროკავშირის დროშით უნივერსიტეტში, მაშინ ჩვენი მოთხოვნაა, რომ თვითონ მოძრავი რუსეთის დროშა კობახიძე არ შემოვიდს უნივერსიტეტში და არ ჩაატაროს ლექცია, - ამბობენ ახალგაზრდები. 

მსგავსი სიახლეები