ივანიშვილის მორალი - ფულია - გიორგი ვაშაძე

21.04.24 13:59
ივანიშვილის მორალი - ფულია - გიორგი ვაშაძე

 "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშილს ოფშორების შესახებ კანონი საკუთარი კეთილდღეობისთვის სჭირდება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ოლიგარქს ძალიან ეშინია და ამიტომ თავისი ქონების საქართველოში დაბინავება უნდა.

ამასთან, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილს აღნიშნული კანონით ფულის შოვნაც უნდა. 

ბიძინას ძალიან ეშინია და თავისი ქონების დაბინავება უნდა საქართველოში.  ნახატები აქვს, რავიცი, ათასი რაღაც აქვს. მეორე, რომ ორი კაპიკი გადასახადი არ უნდა რომ გადაიხადოს იმდენად იაფფასიანია და მერე ეს კაცი იტყვის, რომ ქველმოქმედებაში ფულს ხარჯავს. მესამე, რომ უნდა შექმნას ახალი ბიზნესი, რომ მაგალითად, სხვა რუს მეგობარ ოლიგარქებს უთხრას, რომ აგერ, თუ გადმოიტან შენს ქონებას საქართველოში, 18%-ს აღარ გადაგახდევინებ დღგ-ს, 9 მე, 9- შენ. ჩვეულებრივად ერთი სქემა შექმნა ახლა ფულის კეთების. ასეთი იაფფასიანია ეს ადამიანი, რომელსაც მორალთან არაფერი აქვს საერთო. მისი მორალი არის ფული, - გიორგი ვაშაძე. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.  

მსგავსი სიახლეები