პუტინი აკეთებს ხოლმე ასე, რომ გამოდის და ხალხმრავალი აქციების წინ ჩნდება - დეკანოიძე "ოცნების" კონტრაქციაზე
"პუტინი აკეთებს ხოლმე ასე, რომ გამოდის და ხალხმრავალი აქციების წინ ჩნდება" - ასე ეხმაურება დეპუტატი ხატია დეკანოიძე "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, რომელიც 29 აპრილს გაიმართება და ივანიშვილი გეგმავს გამოჩენას.
დეკანოიძისთვის მმართველი პარტიის მიერ კონტრაქციის დაანონსება დადასტურებაა იმის, რომ "ოცნებას" უმძიმესი მდგომარეობა აქვს. ივანიშვილის გამოჩენა კი ხალხზე პოზიტიურად რომ არ იმოქმედებს, ამაში დეპუტატი დარწმუნებულია.
უმძიმესი მდგომარეობა აქვს "ქართულ ოცნებას", როგორც ჩანს, ისინი აწყობენ კონტრაქციას, კონტრაციას უწყობენ ახალგაზრდობას, იმიტომ, რომ რუსულ კანონს ადამიანებმა უთხრეს არა. მეორე, იმდენად მძიმედ აქვთ საქმე, რომ ივანიშვილის სახის დანახვა მოგვიწევს, როგორც ჩანს. სასაცილოა, აბსურდულია, არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინი აკეთებს ხოლმე ასე, რომ გამოდის და ხალხმრავალი აქციების წინ ჩნდება. ბიძინა ივანიშვილმა რა უნდა უთხრას, რომ ოფშორებიდან ფული შემომაქვს და რა კარგია? ხალხი უკიდურესად გაბრაზებულია," - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"ქართული ოცნების" განცხადებით, 29 აპრილს პარტია პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს. "ქართული ოცნების" "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.