კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა "ოცნების" მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება - წითლიძე

22.04.24 13:08
კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა "ოცნების" მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება - წითლიძე

"კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება," - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანი წითლიძე აკეთებს.

წითლიძის თქმით, მოსახლეობა ევროპული მომავლის განზრახვაში ერთიანია და ივანიშვილის გუნდის მიერ კონტრაქციის დაანონსება, მათი მარცხით დასრულდება.

კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება მხოლოდ. კარგად ესმით ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ არასდროს საქართველო ასეთი ერთიანი არ ყოფილა, როგორც მის ევროპულ არჩევანშია, მთელ საქართველოსთან დაპირისპირება მათ მოუტანს მხოლოდ ერთადერთ შედეგს და ეს შედეგი არის მათი დამარცხება,“ - ამბობს წითლიძე. 

"ქართული ოცნების" განცხადებით, 29 აპრილს პარტია პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს. "ქართული ოცნების" "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.  

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო, რუსთაველზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, უკან გაიწვიოს მმართველმა ძალამ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

მსგავსი სიახლეები