ჩემთანაც რეკავს ბევრი ადამიანი და აფიქსირებს სურვილს, რომ უნდათ შეკრება, ვინმე პროვოცირებს ამ დაპირისპირებას? - დაჩი ბერაია

22.04.24 13:21
ჩემთანაც რეკავს ბევრი ადამიანი და აფიქსირებს სურვილს, რომ უნდათ შეკრება, ვინმე პროვოცირებს ამ დაპირისპირებას? - დაჩი ბერაია

"საზოგადოების მხრიდან იყო მოთხოვნა, ჩემთანაც რეკავს ბევრი ადამიანი და აფიქსირებს სურვილს, რომ უნდათ შეკრება და დააფიქსირონ თავისი პოზიცია და დაინახოს საზოგადოებამ თუ რომელ მხარეს არის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი" - ასე ხსნის კონტრაქციის გამართვის საჭიროებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დაჩი ბერაია.

ბერაია ამტკიცებს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სურს აქციის გამართვა და პოზიციის დაფიქსირება, რომ "ოცნების" ინიცირებული კანონის მიღებას ემხრობა.

ვინმე პროვოცირებს ამ დაპირისპირებას, თუ რატომ გაგიჩნდათ შეკითხვა? - საზოგადოების ერთუი ნაწილი გამოხატავს თავის პოზიციას, მეორე ნაწილიც აპირებს გამოხატოს თავის პოზიცია და საერთოდ დაპირისპირებაზე რატომ ვსაუბრობთ?“ - ამბობს დაჩი ბერაია.

"ქართული ოცნების" განცხადებით, 29 აპრილს პარტია პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს. "ქართული ოცნების" "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.  

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო, რუსთაველზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, უკან გაიწვიოს მმართველმა ძალამ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

 

მსგავსი სიახლეები