წილოსანი: 29-ში ვიკრიბებით მოქალაქეები, რომლებიც რუსეთს არ ეფარებიან, მამული, ენა, სარწმუნოება!

22.04.24 13:41
წილოსანი: 29-ში ვიკრიბებით მოქალაქეები, რომლებიც რუსეთს არ ეფარებიან, მამული, ენა, სარწმუნოება!

"ვიკრიბებით საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები ვისაც საქართველო უყვარს, ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინია, ვინც რუსეთს არ ეფარება და საკუთარ თანამოქალაქეებს არ აშანტაჟებს," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი აკეთებს.

წილოსანი სოციალურ ქსელში 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება. 

ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ. ვიკრიბებით საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები:

ვისაც საქართველო უყვარს,
ვინც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს სცემს პატივს,
ვისაც მტკიცედ სწამს ევროპულ ოჯახში გაერთიანების,
ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინია,
ვინც რუსეთს არ ეფარება და საკუთარ თანამოქალაქეებს არ აშანტაჟებს,
ვინც ბავშვებს და ახალგაზრდებს არ იყენებს ფარად, თავისი მავნებლური მიზნებისთვის,
ვინც საკუთარი ქვეყნისთვის სანქციებს არ ითხოვს,
ვინც საკუთარ ქვეყანაში ბომბების ჩამოყრას არ ითხოვს,
ვინც სიცრუის ტირაჟირებით არ ცდილობს სიმართლის გადაფარვას,
ვინც ჩვენს ქვეყანას პარტნიორი ქვეყნების თანასწორად თვლის,
ვინც რადიკალიზმს არ კვებავს განსხვავებული აზრის დევნით,
ვინც ძალადობას არ ახალისებს,
ვისაც არ გვსურს ნაცების ნაცისტური რეჟიმის უკან დაბრუნება.
მამული, ენა, სარწმუნოება!" - წერს ნინო წილოსანი.

"ქართული ოცნების" განცხადებით, 29 აპრილს პარტია პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს. "ქართული ოცნების" "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.  

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო, რუსთაველზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, უკან გაიწვიოს მმართველმა ძალამ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

 

მსგავსი სიახლეები