ჩამოვიდნენ საქართველოში, ეს 100 პროცენტით ოკუპაციის კანონის დარღვევაა - კუროპტევი

22.04.24 17:05
ჩამოვიდნენ საქართველოში, ეს 100 პროცენტით ოკუპაციის  კანონის დარღვევაა - კუროპტევი

ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია თბილისში - ფონდ "თავისუფალი რუსეთის" დირექტორი "პირველებთან" ამბობს, რომ ამ მეთოდით რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს. როგორც იგორ კუროპტევი ამბობს, კონფერენციის მთავარი მომხსენებლები დიდი ალბათობით, ოკუპაციის შესახებ კანონსაც არღვევენ.

ეს არის დიდი რუსული კონფერენციის ნაწილი, ეგრეთ წოდებული საზღვარგარეთული სესიებისა, რომელიც ტარდება რუსეთში. ეს ეგრეთ წოდებული  უბრალოდ რუსული რბილი ძალა კი არაა, ეს არის რუსული პროპაგანდა, დეზინფორმაცია ეს არის ჩარევა მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ამიტომაც ვთვლი, რომ ეს არ არის ის რაც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე. რაღაც მიზეზით, რატომღაც თბილისში დართეს ნება ასეთი კონფერენციის ჩატარებისა, რაც არის ნაწილი  დიდი რუსული კონფერენციის. არიან ვიღაც ადამიანები - ანალიტიკოსები, ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სესიაში ოკუპირებულ ცხინვალში. ჩამოვიდნენ საქართველოში, ეს 100 პროცენტით  ოკუპაციის კანონის დარღვევაა. თან აქ განიხილება დაახლოვება პოლიტიკური ვითარების - ამ შემთხვევაში საქართველოსი და რუსეთის. მსგავსი სესიები იმართება ყირგიზეთში და ასეთი ტიპის ქვეყნებში, "სულიერი" სიახლოვე ვისთანაც აქვთ," - ამბობს კუროპტევი.

თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია იმართება. კონფერენცია სახელწოდებით "რუსეთი და მსოფლიო" მიზიდულობის ძალები" დღეს გაიხსნა.

კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტია (НИИКР) - ინსტიტუტის დამფუძნებლები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საგარეო დაზვერვის (СВР) და КГБ-ს ვეტერანები არიან. 

 

მსგავსი სიახლეები