შეთანხმება არ მოხდება სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე - ღარიბაშვილი

15.03.21 23:07
შეთანხმება არ მოხდება სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე - ღარიბაშვილი

  "ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, შეხვედრების დასრულების შემდეგ  განუცხადა.

მინდა გითხრათ, რომ პროცესი გრძელდება. ჩვენ ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. ერთი რამ მინდა ცხადად განვაცხადო, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. რა თქმა უნდა  ჩვენ ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით, იმის თაობაზე თუ რა არის ჩვენი პოზიცია, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები - თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში  დღეს ჩავიდა. ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დღეს ორჯერ შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის მოლაპარაკებების პროცესი იყო.