უნდა ვუპასუხო იმ საზარელ შეურაცხყოფას, რომელიც იუკნევიჩიენეს მიმართ გამოთქვეს GD-ის "აპარატჩიკებმა" - ფოტიგა

23.04.24 19:54
უნდა ვუპასუხო იმ საზარელ შეურაცხყოფას, რომელიც იუკნევიჩიენეს მიმართ გამოთქვეს GD-ის "აპარატჩიკებმა" - ფოტიგა

"კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს," რასა იუკნევიჩიანეზე ირაკლი კობახიძის მიერ მიტანილ იერიშს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეხმაურება. 

ფოტიგას თქმით, ის ითმენს მასზე თავდასხმებს, თუმცა არ აპირებს მოითმინოს რასა იუკნევიჩიენეზე მიტანილი იერიში.

მე ვამაყობ ჩემი ცხოვრების წესით, სოლიდარობის მოძრაობით, ჩემი კავშირებით გარდაცვლილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან და თავისუფლების მხარდაჭერით მთელ მსოფლიოში, რომელსაც მხარს ვუჭერ, როგორც ევროპარლამენტის წევრი. ამგვარად მე ვითმენ შეურაცხყოფას, რომელიც ჩემს მიმართ არის მიმართული GD-ის სხვადასხვა პაიკის მიერ. მაგრამ მე უნდა ვუპასუხო იმ საზარელ შეურაცხყოფას, რომელიც ჩემი მეგობრის, იუკნევიჩიენეს მიმართ გამოთქვეს GD-ის "აპარატჩიკებმა".
ის ლიტველებისთვის გმირია, Sąjūdis Movement-ის წევრი, ლიტვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, ადამიანი, რომლის წვლილი ჩვენი რეგიონის, მათ შორის საქართველოს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში, არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს.
კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს. მას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ისტორიაში," - წერს ანა ფოტიგა.

"არ შეიძლება რასა იყოს ევროპის სახე," - ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეზე საუბრისას აკეთებს

"გათავხედებული ოდიოზური პოლიტიკოსები" - კობახიძე ევროპარლამენტარებზე.
 

მსგავსი სიახლეები