ღარიბაშვილი შალ მიშელს დღესაც შეხვდება

16.03.21 10:32
ღარიბაშვილი შალ მიშელს დღესაც შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, დღესაც შეხვდება.

ღარიბაშვილი ასევე დაესწრება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მე-6 სხდომას. სხდომის შემდეგ დაგეგმილია  ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელისა და სამეზობლო პოლიტიკისა საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა მოლაპარაკებები უკვე გამართა, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ალექსანდერ დე კროსთან. 

ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა.ღარიბაშვილს  ოპოზიციასა "ოცნებას" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგი უნდა ჩაეტანა, თუმცა ის მიშელთან ხელცარიელი გაფრინდა.