ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - მელია

25.04.24 17:38
ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - მელია

"ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება", - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია წერს.

მელია ევროპარლამენტის უმწვავეს რეზოლუციას ეხმაურება, სადაც ერთ-ერთ მოწოდებად ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვაზეა დასახელებული.

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება. 
ვერ ვიქნებით ევროპა, თუ ქვეყანაში იქნება მიღებული რუსული კანონი. 
ეს ყველაფერი, უკვე ყველას გვეხება, მიუხედავად იმისა, გვაინტერესებს და ვერევით პოლიტიკაში თუ არა, არჩევანი ჩვენზეა, და ეს არჩევანი მკაფიოდ დაფიქსირდება." - წერს მელია.

გადაიხედება თუ არა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი? - მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს საბოლოო დოკუმენტში ცვლილებების შეტანასაც, სადაც ცალკე პუნქტად ჩაიწერა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვა.

 

მსგავსი სიახლეები