გადაიხედება თუ არა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში

25.04.24 15:32
გადაიხედება თუ არა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში

გადაიხედება თუ არა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი? - მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს საბოლოო დოკუმენტში ცვლილებების შეტანასაც, სადაც ცალკე პუნქტად ჩაიწერა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვა.

აღნიშნული ცვლილებებით, ევროპარლამენტარებმა ასევე მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას .

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესწორებებს:

  1. ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
  2. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
  3. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
  4. მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.