რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია

25.04.24 15:08
რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

ასეთი მძიმე დოკუმენტი საქართველოს შესახებ აქამდე ჯერ არ მიღებულა.

ევროპარლამენტი "ოცნების" ხელისუფლებას ეუბნება, რომ რომ თუ საქართველში რუსული კანონი ამოქმედდებაა, ევროკავავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ დაიწყება.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას. 403 ევროპარლამენტარი იყო მომხრე, რომ ეს ჩანაწერი რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში მოხვედრილიყო.

დოკუმენტში პირდაპირ იქნება ჩანაწერი, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს იმის გამო, რომ ის აშორებს საქართველოს ევროკავშირს და უახლოვდება რუსეთს.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 5-ვე ჩასწორებით მიიღო. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან ერთად, დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. ევროდეპუტატები ევროკომისიისგან მოითხოვენ, გადაიხედოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პირობები

თუ იქნება რუსული კანონი მიღებული, ქვეყანა ვერ გადავა მოლაპარაკებების ეტაპზე - ეუბნებიან ევროპარლამენტიდან საქართველოს ხელისუფლებას.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესწორებებს:

  1. ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
  2. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
  3. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
  4. მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.

 

მსგავსი სიახლეები