ყველა ქართველი, ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზეა, იქნება დეპორტირებული. ერთადერთი მიმართულება, სადაც ჩვენ შეუფერხებლად ვიმოგზაურებთ, რუსეთია - გვარამია

25.04.24 18:12
ყველა ქართველი, ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზეა, იქნება დეპორტირებული. ერთადერთი მიმართულება, სადაც ჩვენ შეუფერხებლად ვიმოგზაურებთ, რუსეთია  - გვარამია

"საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუი ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს" - ამ განცხადებას "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აკეთებს.

ნიკა გვარამია ბრიფინგზე ევროპარლამენტის უმწვავეს რეზოლუციას ეხმაურება, სადაც ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საკითხზეა საუბარი. როგორც გვარამია ამბობს, ქარტული ოცნება მოსახლეობას ართმევს ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების უფლებას და გარდა ამისა, ემიგრანტებს დაემუქრებათ დეპორტაცია.

რაც გვითხრეს ამ რეზოლუციით არის ის, რომ საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუი ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს. არ გაიხსნება მოლაპარაკებების ეტაპი საერთოდ. უფრო მეტიც, მესამე ალბათ, ყველაზე მწვავე, საქართველოს ისტორიაში პირველად შესაძლოა გადაიხედოს უვიზო მიმოსვლის საკითხი, რაც შესაძლოა დამთავრდეს იმის, რომ თითოეული ქართველი დაკარგავს შესაძლებლობა უვიზოდ გაემგზავროს ევროკავშირის, შენგენის ქვეყნებში და კიდევ უფრო უარესი, ყველა ქართველი, ვინც იმყოფება ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე, იქნება დეპორტირებული, როგორც კი სავიზო რეჟიმი შეიცვლება, ეს არის სრული კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მისი იზოლაცია და ერთადერთი მიმართულება, სადაც ჩვენ შეუფერხებლად შევძლებთ ვიმოგზაუროთ არის რუსეთი, მაგრამ ეს მიმართულება არ სჭირდება საქართველოს არცერთ მოქალაქეს, გარდა ქართული ოცნებისა და მათი მომხრეების,“ - ამბობს გვარამია.

გადაიხედება თუ არა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი? - მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს საბოლოო დოკუმენტში ცვლილებების შეტანასაც, სადაც ცალკე პუნქტად ჩაიწერა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვა.

 

მსგავსი სიახლეები