"გაბრაზებული ევროდეპუტატების პწკენაა" - პაპუაშვილი ირწმუნება, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება
საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი ირწმუნება, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ რეზოლუციაში ეს ჩანაწერი, მხოლოდ რამდენიმე "გაბრაზებული ევროდეპუტატის პწკენაა" და მეტი არაფერი.
საქართველოს მოსახლეობას არაფერი არ ემუქრება ამ მხრივ. ეს არის რამდენიმე ხალხზე გაბრაზებული ევროდეპუტატი. არაფერი არ ემუქრება, არაფერი არ გაუქმდება, ამას გეუბნებით. ეს არის რამდენიმე გაბრაზებული ევროდეპუტატის პწკენა ქართველი ხალხის მიმართ", - ამბობს პაპუაშვილი.
პირველად საქართელოს ისტორიაში, ევროპარლამენტმა უმკაცრესი ნაბიჯების გადადგმა და ვიზების შეჩერება მოითხოვა - დოკუმენტი უკვე ძალაშია. ხელისუფლება კი დილიდან ხალხს სიმართლეს უმალავს, თითქოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რაც ტყუილია. საკმარისია 27-დან 15 ხმა მოითხოვოს და დავკარგვათ იმას, რითაც თითოეული მოქალაქე ამაყობდა. ყოველ წელს ევროკომისია ამზადებს ანგარიშს ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებაზე, ანუ წერს დასკვნას - ვასრულებთ თუ არა იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა, რომ უვიზოდ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში იმოგზაურონ.