"ოცნება" რეალობას მალავს - 27 ქვეყნიდან 15-ის თანხმობაა საჭირო, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს

26.04.24 11:05
"ოცნება" რეალობას მალავს - 27 ქვეყნიდან 15-ის თანხმობაა საჭირო, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს

საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. ხელისუფლება რეალობას მალავს. ევროპული ალიანსის წევრი 27 ქვეყნიდან 15-ის თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის შეწყდეს. ამ საკითხის განხილვის ინიცირება კი ევროკომისიას ან ალიანსის წევრ რომელიმე ერთ ქვეყანასაც კი შეუძლია. არადა მმართველი პარტია ჯერ კიდევ გუშინ ამტკიცებდა, რომ ამ პროცესის წამოწყებას 27-ივე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდა. 

ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს ყოველწლიურად წარადგენს და ასეთი ანგარიში, სავარაუდოდ, შემდოგომაზე უნდა გამოქვეყნდეს. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს საკითხიც მოხვდეს აღნიშნულ ანგარიშში, იქიდან გამომდინარე რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ გაჩნდა ჩანაწერი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვასტან დაკავშირებით და თუ დამტკიცდება რუსული კანონი, ეს საკითხიც, სავარაუდოდო, ევროკომისიის ანგარიშში მოხვდება.

ევროპულ საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით მიღებული აქტი, დროებით აჩერებს სავიზო თავისუფლებას მესამე ქვეყნის მოქალაქეების ცალკეულ კატეგორიებზე 9 თვის ვადით.
მექანიზმის ამოქმედების ინიციატივა ახლა გადაეცა ევრო კომისიას (ადრე მხოლოდ წევრ სახელმწიფოებს შეეძლოთ მექანიზმის გააქტიურება).
ასეთი შეჩერების პერიოდის განმავლობაში, კომისია მჭიდროდ იმუშავებს მესამე ქვეყანასთან საფრთხის შემცველი გარემოებების გამოსწორების მიზნით.
ევროკომისიას შეუძლია მექანიზმის ამოქმედება ევროპარლამენტისა და საბჭოს ინფორმირებით ნებისმიერი იმ გარემოების შესახებ, რომლის შესახებაც მას აქვს კონკრეტული და სანდო ინფორმაცია ან ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების რეგრესის შესახებ ანგარიშის წარდგენით", - წერია დოკუმენტში. 

ასეთი მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის შესახებ ევროპარლამენტსს აქამდე არ მიუღია. უვიზოო მიმოსვლის შეჩერების გარდა, რუსული კანონის გამო შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაც, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

425 ხმით რუსული კანონის წინააღმდეგ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია. 

მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებების შეტანასაც საბოლოო დოკუმენტში.

აღნიშნული ცვლილებებით ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას

რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში ასევე დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლების საკითხი. ამ ჩანაწერს მხარი 430-მა დეპუტატმა დაუჭირა.