თავდასხმა და შანტაჟი - მათიკაშვილი ევროპარლამენტის უმკაცრეს რეზოლუციაზე
"ოცნების" წევრები ერთი-მეორეს მიყოლებით ირწმუნებიან, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება.
დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ეს არის თავდასხმა და შანტაჟი ევროპარლამენტარების მიერ, რაც არ გამოუვათ, რადგან სინამდვილეში გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი არ იღებს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
ეს არის თავდასხმა და შანტაჟი ჩვენი საზოგადოების, ქართველი ხალხის, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. ვიცით, წესები, როგორ ხდება ამ კუთხით პროცესების განვითარება. ის, რომ ევროპარლამენტი არ არის ის ორგანო, სადაც წყდება ეს საკითხი. ეს არის ბოლო სურვილი კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან, დააშანტაჟონ საქართველო", - ამბობს მათიკაშვილი.
პირველად საქართელოს ისტორიაში, ევროპარლამენტმა უმკაცრესი ნაბიჯების გადადგმა და ვიზების შეჩერება მოითხოვა - დოკუმენტი უკვე ძალაშია. ხელისუფლება კი დილიდან ხალხს სიმართლეს უმალავს, თითქოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რაც ტყუილია. საკმარისია 27-დან 15 ხმა მოითხოვოს და დავკარგვათ იმას, რითაც თითოეული მოქალაქე ამაყობდა. ყოველ წელს ევროკომისია ამზადებს ანგარიშს ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებაზე, ანუ წერს დასკვნას - ვასრულებთ თუ არა იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა, რომ უვიზოდ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში იმოგზაურონ.