ევროპულ კომისიას აქვს იმის მანდატი, ერთპიროვნულად დააყენოს ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების საკითხი - გეგელია
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია და "ოცნება" იტყუება.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ მმართველი გუნდი მაშინაც იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შესაჩერებლად ევროაკვშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
გეგელიას თქმით, ევროპულ კომისიას აქვს იმის მანდატი, ერთპიროვნულად დააყენოს ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების საკითხი.
"ქართული ოცნება" იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საფრთხე არ არის რეალური. საფრთე, სამწუხაროდ, არის სრულიად რეალური. ევროპულ კომისიას აქვს იმისი მანდატი, რომ ერთპიროვნულად დააყენოს ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების საკითხი. მას შეუძლია, რომ ქვეყანას შეუჩეროს ვიზალიბერალიზაციის მექანიზმი და შემდეგ უკვე გარკვეული ვადა მისცეს, ეს შეიძლება იყოს, დაახლოებით სამ წლამდე, რომელშიც ან აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემა ან უკვე საბოლოო შეჩერებას ექნება ადგილი, რასაც სჭირდება წევრთა მარტივი უმრავლესობა, თუმცა არც აქ ყველა წევრის თანხმობა არ არის აუცილებელი. ამიტომ, "ქართული ოცნება" ორივე შემთხვევაზე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ 27-დან 27-ვე წევრის თანხმობა არის საჭირო", - ამბობს გეგელია.
პირველად საქართელოს ისტორიაში, ევროპარლამენტმა უმკაცრესი ნაბიჯების გადადგმა და ვიზების შეჩერება მოითხოვა - დოკუმენტი უკვე ძალაშია. ხელისუფლება კი დილიდან ხალხს სიმართლეს უმალავს, თითქოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რაც ტყუილია. საკმარისია 27-დან 15 ხმა მოითხოვოს და დავკარგვათ იმას, რითაც თითოეული მოქალაქე ამაყობდა. ყოველ წელს ევროკომისია ამზადებს ანგარიშს ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებაზე, ანუ წერს დასკვნას - ვასრულებთ თუ არა იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა, რომ უვიზოდ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში იმოგზაურონ.