ბუნტის ნიშნები "ოცნებაში" - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მმართველ პარტიას უფრო მეტი საჯარო მოხელე გაემიჯნება

26.04.24 15:19
ბუნტის ნიშნები "ოცნებაში" - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მმართველ პარტიას უფრო მეტი საჯარო მოხელე გაემიჯნება

თელავის საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე რუსული კანონის წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" წევრის კრიტიკული განცხადების შემდეგ ოპოზიცია ელის, რომ უფრო მეტი საჯარო მოხელე შეუერთდება ხელისუფლების მხილებას და რუსულ კანონს გაემიჯნება.

გიორგი ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ საკრებულოს წევრის ლევან ბერძენაშვილის მიერ რუსული კანონის დაგმობას და ხელისუფლების მიმართ მოწოდებას, რომ გაიწვიოს რუსული კანონი "ქართული ოცნებიდან" უფრო მეტი წევრი შეურთდება.

ის, რაც დღეს ლევან ბერძენაშვილმა განაცხადა თელავის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც წარმოადგენს ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ და არის კონკრეტული კომისიის თავმჯდომარე თელავის საკრებულოში, ეს ნამდვილად მაგალითი უნდა იყოს თითოეული ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ევროპული მომავალი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ლევანის ეს განცხადება არავისთვის უცხო არ იქნება, იმიტომ, რომ ლევანი არის პატრიოტი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი,“ - გიორგი ბოტკოველი.

 "ოცნების" რღვევისა და მხილების პროცესი რომ არ შეჩერდება, ამაზე საუბრობს ნიკა ვარდოშვილი. თელავის საკრებულოს წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან" ამტკიცებს, რომ "ოცნება" უკვე სრულად ლუსტრირებულია და ბევრი მიღებს ბერძენაშვილის მსგავს გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს პარტია, თუ ის რუსულ კანონს დაამტკიცებს. 

ეს პროცესი დაწყებულია და პროცესის შეჩერება შეუძლებელია, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ გადავიდა ყველა წითელ ხაზს, თუ აქამდე გვიმტკიცებდნენ, რომ ევროპელები იყვნენ და ყველაზე მიამიტ ადამიანებს სჯეროდათ ამის, მათაც აღარ სჯერათ, „ქართული ოცნება“ პირდაპირ ლუსტრირებულია და არაფერს არ მალავს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი იქნება, ვინც მიიღებს ანალოგიურ გადაწყვეტილებას,“ - ამბობს თელავის საკრებულოს წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან" ნიკა ვარდოშვილი.

"უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ საქართველოს კონსტიტუციასთან, ნუ წახვალთ ანტიკონსტიტუციური გზით, ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას" - ამბობს ბერძენაშვილი და მთავრობას გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

 ლევან ბერძენაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, რომ მოისმინონ პარტნიორების განცხადებები და უკან გაიწვიონ კანონი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში თელავის საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პირობას დებს, რომ დატოვებს "ქართულ ოცნებას" და ასევე თანამდებობას თელავის საკრებულოში. 

მსგავსი სიახლეები