ვტოვებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის საბჭოს - ჯაბა ნათენაძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის საბჭო ჯაბა ნათენაძემ დატოვა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ნათენაძე წერს, ის არ დარეგისტრირდება 'ღირსების შემლახავ რეესტრში".
"მანამ სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ" - წერს ნათენაძე და გეგმავს, რომ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს მიმართოს.
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემ კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდები ღირსების შემლახავ რეესტრში, როგორც უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მე მხოლოდ ერთი ქვეყნის საქართველოს ინტერესს ვატარებ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.
სამწუხაროდ, როგორც თქვენთვის ცნობილია ჩვენი თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუსეთს და რომლის მიღებისგან თავის შეკავებისკენ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა მოგვიწოდებს, კანონს რომლის მიღების შემთხვევაშიც შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და დაუცველი დაგვტოვოს ჩვენი მტრის რუსეთის პირისპირ.
ამიტომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო.
მანამ სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ.
ხვალვე მივმართავ წერილით ბატონ მერს," - ჯაბა ნათენაძე.
რუსული კანონის რეინიცირების გამო "ოცნებას" თანაგუნდელები უპირისპირდებიან - თელავის საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა - "ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენაშვილი პარლამენტს და მთავრობას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.