ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭო კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

26.04.24 17:10
ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭო კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო კიდევ ერთმა პირმა დატოვა - რუსული კანონის მიღების მცდელობის გამო პროტესტის ნიშნად თანამდებობაზე უარი თქვა "მესხეთის თეატრის" მსახიობმა, მანუჩარ გოგოლაურმა.

იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმუშაოს ადამიანის პრობლემების მოგვარებაზე, ინფორმაცია გვაქვს რომ დაკავებულები არიან 29 აპრილის აქციასთან დავშვრებით სიების შედგენაზე და ხალხის თავების თვლაზე. ამ ფონზე ვერანაირი თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ," - ამბობს მანუჩარ გოგოლაური tok tv-სთან.

მანამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის საბჭო ჯაბა ნათენაძემ დატოვა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ნათენაძე წერს, ის არ დარეგისტრირდება 'ღირსების შემლახავ რეესტრში".

მსგავსი სიახლეები