"ან აქციაზე უნდა წავიდეთ ან აკადემიიდან" - სასულიერო აკადემიის სტუდენტების მიმოწერა, თუ როგორ აიძულებენ კონტრაქციაზე წასვლას
რეპრესიები სასულიერო აკადემიაში - სტუდენტები ამტკიცებენ, რომ მათ "ოცნების" ორგანიზებულ კონტრაქციაზე წასვლას აკადემიის ლექტორები აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გარიცხვით ემუქრებოდნენ.
"პირველებს" მიაწოდეს სტუდენტებს შორის მიმოწერა, სადაც ახალგაზრდები ზეწოლასა და იძულებაზე საუბრობენ. მიმოწერიდან ირკვევა, რომ სტუდენტები დააყენეს არჩევანის წინაშე - ან "ოცნების" აქციაზე წავიდოდნენ, ან აკადემიიდან გარიცხავდნენ.
სტუდენტების უმრავლესობას მედიასთან გამოჩენა არ სურს, რადგან იციან, რომ სუს-ი მათ აკონტროლებთ და არ გამორიცხავენ, რომ პრობლემები შეექმნათ.
„სუსი იგებს ყველაფერს და გაანებე თავი, დამიჯერე, რასაც ილაპარაკებ მართალი კი იქნები, მაგრამ შარია მაინც რა“ - წერს ერთ-ერთი სტუდენტი.
„ან ოცნების აქციაზე უნდა წავიდეთ ან აკადემიიდან უნდა წავიდეთ, ასეთი არჩევანის წინაშე რატომ გვაყენებენ? მე არ ვაპირებ წასვლას აქციაზე და აკადემიიდანაც მოვდივარ“ - წერს ერთ-ერთი სტუდენტი.
„მაგის გარდა აქციაზე მაძალებდნენ წასვლას და მემუქრებოდნენ რომ უნდა წავსულიყავი თუ არადა გამომრიცხავდნენ“- წერს ერთ-ერთი სტუდენტი.
მუქარა სტუდენტებზე და ახალგაზრდების დაშინების მცდელობა - "პირველების" ინფორმაციით, სასულიერო აკადემიის სტუდენტს "ქართული ოცნების" დაგეგმილ აქციაზე წავლას აიძულებენ. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი "პირველებთან" ყვება, რომ კონტრაქციის დაანონსების შემდეგ ლექტორების მხრიდან სტუდენტების მიმართ ერთგვარი რეპრესიები დაიწყო. მან განცხადება უკვე დაწერა და სასულიერო აკადემია პროტესტის ნიშნად დატოვა.
მუქარა ახალგაზრდებზე და დაშინების მცდელობა - სასულიერო აკადემიის სტუდენტების ბრალდებებს სასწავლებელში პასუხობენ.